<img height="1" width="1" style="display:none;" alt="" src="https://px.ads.linkedin.com/collect/?pid=8548737&fmt=gif" />

კრიპტო საქართველოში - როგორ ხდება კრიპტოს გამოტანა მარტივად?

გაეცანი როგორ ხდება კრიპტოს გამოტანა საქართველოში მარტივად და უსაფრთხოდ

15 დეკემბერი, 2025

ბოლო წლებში, კრიპტო საქართველოში ფინანსური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. უფრო მეტი ადამიანი იყენებს კრიპტოს სხვადასხვა მიზნისთვის. მიუხედავად მისი პოპულარობისა, ერთ-ერთი მთავარი კითხვა უცვლელი რჩება: როგორ ხდება კრიპტოს გამოტანა, გადაცვლა, ან დახურდავება ისე, რომ პროცესი იყოს მარტივი და უსაფრთხო?

საქართველოში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება კრიპტოთი. შესაბამისად, მათ სჭირდებათ სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალე და უსაფრთხო ოპერაციებს, იქნება ეს კრიპტოს გადაცვლა, გაქეშება, დახურდავება, თუ გამოტანა.

როგორ ხდება კრიპტოს გამოტანა საქართველოში?

საქართველოში კრიპტოს გადაცვლა უფრო მარტივი გახდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სერვისი ოფიციალურად მუშაობს და ყველა წესი დაცულია. ადამიანებს აქვთ რამდენიმე კომფორტული გზა: თანხის მიღება საბანკო ანგარიშზე, ქეშად გატანა ან კრიპტოთი ანგარიშსწორება. არჩევანი ბევრია, თუმცა საბოლოოდ ორ რამეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ პროცესი იყოს უსაფრთხო და ოფიციალური.

კრიპტოს გამოტანისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია KYC პროცესი. საქართველოში მოქმედი ლიცენზირებული VASP-ები (Virtual Asset Service Provider) სწორედ ამ მოთხოვნის დაცვით მოქმედებენ.

KYC მომხმარებელს არ ურთულებს პროცესს, პირიქით, უზრუნველყოფს, რომ გადაცვლა შესრულდეს ოფიციალურად, გამჭვირვალედ და მომხმარებელი არასდროს მიიღებს თანხას საეჭვო ან არალეგალური წყაროდან. ეს საქმიანობას ბევრად უფრო დაცულს ხდის, როგორც ფიზიკური პირისთვის, ისე ბიზნესისთვის.

ამ მხრივ, საქართველოში მოქმედი სერვისები, მათ შორის Werty, სთავაზობენ მომხმარებლებს სწრაფ და მარტივ პროცედურებს: ერთი KYC-ის გავლის შემდეგ უკვე შესაძლებელია ხშირი ოპერაციების განხორციელება, მარტივად, ზედმეტი ლოდინის გარეშე.

რა ეტაპებს მოიცავს კრიპტოს გადაცვლა?

პროცესი ასე გამოიყურება:

  1. მომხმარებელი ირჩევს საჭირო კრიპტოს (ის, რისი გადაცვლაც სურს).

  2. შეავსებს “KYC” ფორმას, თუ ეს უკვე გავლილი არ აქვს.

  3. ირჩევს სერვისს, სადაც სურს კრიპტოს გადაცვლა ან კრიპტოს გამოტანა.

  4. აგზავნის კრიპტოს.

  5. იღებს GEL/USD/EUR-ს, მის საბანკო ანგარიშზე.

საქართველოში ყველაზე ხშირად იყენებენ USDT-სა და USDC-ს, რადგან ისინი სტაბილურია და გამოიყენება როგორც პირადი, ისე ბიზნეს დანიშნულებებისთვის.

Werty-ის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, სწრაფად და მარტივად გამოიყენოს USDT-ის → USD/EUR/GEL გადაცვლა როგორც მცირე, ისე დიდი მოცულობებით.

რატომ არის უსაფრთხოება და რეგულაციები მნიშვნელოვანი?

კრიპტო საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტად ყალიბდება, მაგრამ უსაფრთხო ოპერაციების საჭიროება მუდმივად იზრდება.

ფინანსური ბაზრის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ ფული, რომელსაც იღებს, სწორად მოწმდება, დაცულია და არ არის დაკავშირებული არალეგალურ ტრანზაქციებთან.

ამიტომ, ლიცენზირებული სერვისები, როგორიცაა Werty, ფუნქციონირებენ AML (Anti-Money Laundering) და KYC მოთხოვნების სრული დაცვით. ეს მოთხოვნები საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებია.

რაც ნიშნავს, რომ:

  • ოპერაციები ოფიციალურია;

  • თანხები მიიღება მხოლოდ ლეგალური და გადამოწმებული წყაროდან;

  • მომხმარებელს მაქსიმალურად დაცული აქვს ტრანზაქციები.

კრიპტოს გადაცვლა - ვის სჭირდება ეს ყველაზე ხშირად?

საქართველოში კრიპტოს გადაცვლა განსაკუთრებით აქტუალურია რამდენიმე მიმართულებით:

1. ინდივიდუალური მომხმარებლები

ადამიანები, რომლებიც იღებენ შემოსავალს კრიპტოს სახით, ან ინვესტორები, რომლებსაც სურთ მოგების USD, EUR ან GEL-ში მიღება. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს სწრაფი და ოფიციალური.

2. მცირე და საშუალო ბიზნესი

კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ კრიპტო ბიზნესსაქმიანობაში. ზოგჯერ ისინი საერთაშორისო პარტნიორებთან ანგარისშსწორებისთვის კრიპტოს ირჩევენ, იქნება ეს პროდუქციის შესყიდვა თუ სერვისის თანხის გადახდა.

ლიცენზირებული სერვისი კომპანიას საშუალებას აძლევს გაიარონ KYC. ოფიციალურად, კანონის სრული დაცვით, შეიძინონ ან გაყიდონ კრიპტო.

Werty ეხმარება ბიზნესსექტორს კრიპტოს სწრაფ კონვერტაციაში. კომპანიებს შეუძლიათ გაყიდონ პროდუქცია თუ სერვისები კრიპტოში, ხოლო შემდგომ დააკონვერტირონ Werty-ში. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა Werty-ის დახმარებით შეიძინონ კრიპტო და საერთაშორისო პარტნიორებთან ანგარიშსწორება ვირტუალურ აქტივში განახორციელონ.

3. უძრავი ქონება და ავტომობილების ყიდვა

საქართველოში უძრავი ქონების ან ავტომობილის კრიპტოთი შეძენა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ხშირად უცხოელი მყიდველები იხდიან კრიპტოში და შემდეგ საჭიროა მათი გადაცვლა.

ასეთ შემთხვევებში ლიცენზირებული სერვისები უზრუნველყოფენ მარტივ და ოფიციალურ პროცესებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც მყიდველისთვის, ისე გამყიდველისთვის.

Werty ამ მიმართულებითაც მუშაობს: დეველოპერულ კომპანიებსა და ავტო-დილერებს ეხმარება კრიპტოს ოფიციალურ გადაცვლაში.

სერვისის შერჩევისას რომელი კრიტერიუმებია ყველაზე მნიშვნელოვანი?

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე სერვისების რაოდენობა იზრდება, კრიპტოს გამოტანისას რამდენიმე ფაქტორი ყოველთვის გასათვალისწინებელია:

  1. ლიცენზირებული ოპერატორი - მხოლოდ ოფიციალური სერვისები უზრუნველყოფენ AML/KYC სტანდარტების დაცვას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროვაიდერი იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული.

  2. გამჭვირვალე პირობები - საკომისიოები და კურსი უნდა იყოს წინასწარ ცნობილი.

  3. უსაფრთხოება და რეგულაციები - ეს არის ის, რაც მომხმარებელს იცავს ყოველგვარი თაღლითობისგან.

  4. სიჩქარე - სწრაფი ოპერაციები კრიპტოს გადაცვლაში უმნიშვნელოვანესია.

კრიპტო საქართველოში სტაბილურად ვითარდება და სულ უფრო მეტმა ადამიანმა იცის, როგორ გამოიყენოს ის ყოველდღიურ თუ ბიზნეს საქმიანობაში. კრიპტოს გამოტანა, გადაცვლა ან დახურდავება დღეს უკვე მარტივი, სწრაფი და ოფიციალური პროცესია თუ არჩევანი გაკეთებულია სანდო და ლიცენზირებულ პლატფორმაზე.

თუ გჭირდებათ ლიცენზირებული, უსაფრთხო და კრიპტოს სწრაფი გადაცვლის სერვისი საქართველოში, Werty გთავაზობთ USDT/USDC → USD/EUR/GEL გადაცვლას. თანხის მიღება შესაძლებელია ქართულ საბანკო ანგარიშებზე ან კომპანიის ოფისებში - თბილისსა და რუსთავში.