როგორ შევიძინო კრიპტო საქართველოში?
გაიგე, როგორ იყიდო კრიპტო საქართველოში უსაფრთხოდ და სწრაფად
კრიპტოს ყიდვა დღეს ბევრად მარტივია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მაინც რჩება საკითხები, რომლებიც მომხმარებლებს აფერხებს:
როგორ შევიძინო უსაფრთხოდ? რა არის საუკეთესო კურსი? რა ვქნა, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ აღმოვჩნდე?
WERTY სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა საქართველოში კრიპტოს შესაძენად - ფიქსირებული კურსით, დაბალი საკომისიოთი და გუნდით, რომელიც ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ.
რატომ გახდა კრიპტოს ყიდვა ასეთი პოპულარული საქართველოში?
ბოლო წლებში კრიპტოს გახდა:
ყოველდღიური ანგარიშსწორების საშუალება
საზღვარგარეთ ფულის გაგზავნის უფრო მარტივი გზა
ფინანსური პოზიციის დაცვა ინფლაციისგან
შემოსავლის მიღების წყარო (ფრილანსერები, კომპანიები, პარტნიორები)
ამ ყველაფერთან ერთად, სერვისების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ განვიხილოთ მთავარი პრობლემა - უსაფრთხოება.
ბევრი მომხმარებელი ყოველდღიურად წევრიანდება ტელეგრამ არხებში, ეძებს ადამიანებს ფეისბუქზე, ხვდება უცნობებს და რისკავს თანხით.
WERTY-ში ეს პროცესი სრულიად უსაფრთხოა.
როგორ ვიყიდო კრიპტო? ძირითადი მეთოდები
განვიხილოთ ყველა შესაძლო გზა, რომელსაც საქართველოში იყენებენ დღეს:
1. P2P პლატფორმები
ყველაზე გავრცელებული გზა, თუმცა დიდ ყურადღებას მოითხოვს.
დადებითი მხარეები:
სწრაფი გარიგებები
კონკურენტული ფასები
უარყოფითი მხარეები:
უცხო პირებთან ანგარიშსწორება
ხშირია თაღლითობა
ხშირია არასწორი გადარიცხვები
ეს მეთოდი კარგია კრიპტო სამყაროში გამოცდილი ადამიანებისთვის, მაგრამ არა მათთვის, ვინც პირველად ყიდულობს კრიპტოს.
2. კრიპტო ATM
მარტივი, მაგრამ ძვირიანი მეთოდი.
დადებითი მხარეები:
სწრაფი პროცესი
ნაღდი ფულით ანგარიშსწორება
უარყოფითი მხარეები:
5-10% საკომისიო
შეზღუდული ლიმიტები
3. უცხოური ბირჟები
მარტივია მათთვის, ვისაც უკვე აქვს გამოცდილება.
დადებითი მხარეები:
უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები
მაღალი ლიკვიდურობა
უარყოფითი მხარეები:
ქართული ბანკები ხშირად ბლოკავენ მსგავს ტრანზაქციებს
მაღალია საკომისიო
4. WERTY - ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი გზა კრიპტოს შესაძენად საქართველოში
ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებისგან განსხვავებით, WERTY არის ადგილობრივი, უსაფრთხო და სტაბილური პლატფორმა, რომელიც მუშაობს მარტივად:
დაცული ხარ თაღლითობისგან
მიიღებ ფიქსირებულ, წინასწარ ცნობილ კურსს
მიიღებ მხარდაჭერას რეალური ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოში არიან
პროცესი გრძელდება 3-5 წუთი
ყველაზე დიდი უპირატესობა?
WERTY გაძლევთ ფიქსირებულ კურსს 2 საათით, რათა არ ინერვიულოთ ბაზარზე ფასის ცვალებადობაზე.

როგორ ვიყიდო კრიპტო WERTY-ის პლატფორმაზე?
ეს პლატფორმა განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს კრიპტოს შეძენა სწრაფად და მარტივად, ზედმეტი სირთულეების გარეშე.
1: შეარჩიეთ კრიპტო
ყველაზე პოპულარულია:
USDT (TRC20)
BTC
ETH
მომხმარებელთა უმეტესობა ყოველდღიური გადარიცხვებისთვის USDT-ს იყენებს, რადგან ტრანზაქციები შედარებით იაფია.
2: შეავსეთ მარტივი ფორმა
ირჩევთ:
თანხას
კრიპტო
გადახდის მეთოდს
საფულის მისამართს
3: მიიღეთ ფიქსირებული კურსი
WERTY გაძლევთ კურსს, რომელიც მოქმედებს 120 წუთი.
ეს ნიშნავს, რომ აღარ დაკარგავთ ფულს ბაზარზე უეცარი კურსის ცვლილებებით და მშვიდად განახორციელებთ ტრანზაქციას.
4: დაადასტურეთ გადახდა
გადახდის მეთოდებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ:
ნაღდი ფული
საბანკო გადარიცხვა
საერთაშორისო გადარიცხვა
5: KYC - დამატებითი უსაფრთხოება
Werty ყველა ოპერაციას ოფიციალურად და რეგულაციების დაცვით ახორციელებს. ამის ნაწილია KYC პროცესიც, რომელიც მომხმარებელს იცავს თაღლითობისგან და უზრუნველყოფს უსაფრთხო გაცვლებს.
ტრანზაქცია სრულდება ოფიციალურად
თქვენი ფული არ იბლოკება ბანკებში
არ გაქვთ რისკი შემთხვევით გაგზავნოთ თანხა საეჭვო წყაროსთან
დიდ თანხებზეც კი პროცესი სწრაფი და შეუფერხებლია
6: მიიღეთ კრიპტო თქვენს საფულეზე
ტრანზაქცია სწრაფია - უმეტესად 1-3 წუთი სჭირდება. TRC 20 ქსელში ხშირად 30 წამიც საკმარისია.
დღეს კრიპტოს ყიდვა მარტივია, თუმცა მაინც ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესი უსაფრთხო იყოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ისეთი პლატფორმა, როგორიცაა WERTY, სადაც კურსი წინასწარ იცით, პირობები აშკარაა და საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მყოფი გუნდი გეხმარებათ. თუ კრიპტოს ყიდვას გადაწყვეტთ, WERTY ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.
